5B: ფეხბურთის მატჩის ოქმი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მოცემულია ფეხბურთის მატჩის ოქმი, რომლის პირველ სტრიქონში აღნიშნულია ორივე გუნდის მიერ ჯამურად გატანილი გოლების რაოდენობა, ხოლო მეორე სტრიქონში – თუ რომელ წუთზე გავიდა გოლები. დაადგინეთ, რომელ ტაიმში გავიდა მეტი გოლი.

შესატანი მონაცემები: პირველ სტრიქონში მოცემულია მატჩში გატანილი გოლების რაოდენობა N (1<N<20). მეორე სტრიქონში მოცემულია N ცალი რიცხვი – 1–დან 90–მდე. ტაიმი 45 წუთს გრძელდება.

გამოსატანი მონაცემები: FIRSTთუ პირველ ტაიმში გავიდა მეტი გოლი,  SECOND თუ მეორე ტაიმში გავიდა მეტი გოლი,   BOTH თუ ორივე ტაიმში თანაბრად გაიტანეს.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

5 20 31 47 68 82

გამოსატანი მონაცემები

SECOND