4A: ერთფეროვანი რიცხვები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


          მოცემულია სამნიშნა რიცხვი. ვუწოდოთ რიცხვს ერთფეროვანი“, თუ მისი ორი ციფრი მაინც არის ტოლი. დაწერეთ პროგრამა, რომელიც დაადგენს არის თუ არა მოცემული რიცხვი „ერთფეროვანი“.

          შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში მოცემულია ერთი  მთელი სამნიშნა რიცხვი.

         გამოსატანი მონაცემები: YES ან NO პასუხის შესაბამისად.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

358

გამოსატანი მონაცემები

NO

შესატანი მონაცემები

313

გამოსატანი მონაცემები

YES

შესატანი მონაცემები

556

გამოსატანი მონაცემები

YES