108A: ციფრების ამოშლა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 128 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


მიხომ და მახომ მოიწყინეს მათემატიკის გაკვეთილზე და გადაწყვიტეს, ახალი თამაში მოეფიქრებინათ. მიხო წერს N-ციფრიან მთელ რიცხვს და მახოს ამოცანაა, რომ ამ რიცხვიდან K ციფრის ამოშლის შემდეგ რაც შეიძლება დიდი რიცხვი დარჩეს. დაეხმარეთ მახოს!

შემომავალი მონაცემები: პირველ ხაზზე შემოდის ორი მთელი რიცხვი N და K (1 ≤ K < N ≤ 500 000). მეორე ხაზზე შემოდის N სიგრძის რიცხვი. ეს რიცხვი არ დაიწყება ციფრი 0-ით.

გამომავალი მონაცემები: ერთადერთ გამომავალ ხაზზე უნდა გამოიტანოთ უდიდესი რიცხვი, რომლის მიღებაც შეუძლია მახოს მოცემული რიცხვიდან K ციფრის წაშლის შემდეგ.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

4 2 1924

გამოსატანი მონაცემები

94

შესატანი მონაცემები

7 3 1231234

გამოსატანი მონაცემები

3234

შესატანი მონაცემები

10 4 4177252841

გამოსატანი მონაცემები

775841