10C: მარტივი მამრავლები

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 64 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: stdin

გამომავალი მონაცემები: stdout


დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემული  მთელი N (1 < N < 1000000) რიცხვისათვის  გამოიტანს ზრდადობით დალაგებულ მის ყველა მარტივ მამრავლს.

შესატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში ერთი მთელი რიცხვი – N.

გამოსატანი მონაცემები: ერთადერთ სტრიქონში გამოიტანეთ ზრდადობით დალაგებულ  N–ის ყველა მარტივი მამრავლი, რომლებიც ჰარით იქნებიან გაყოფილი.  


მაგალითები

შესატანი მონაცემები

12

გამოსატანი მონაცემები

2 2 3

შესატანი მონაცემები

17

გამოსატანი მონაცემები

17

შესატანი მონაცემები

32

გამოსატანი მონაცემები

2 2 2 2 2