1F: რაგბი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 512 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: cin

გამომავალი მონაცემები: cout


რაგბისტები დიდი ტურნირისთვის ემზადებიან და ვარჯიშობენ ზუსტ პასებში. მწვრთნელმა N (3 <= N <= 1000) რაგბისტი ერთ მწკრივში დააყენა. თითოეული მათგანი დგას რიცხვითი ღერძის მთელკოორდინატიან წერტილში. მწვრთნელი მოითხოვს, რომ ეფექტურია მხოლოდ ისეთი პასები, როცა რაგბისტთა სამეული (X,Y,Z) ასრულებს 2 პასს შემდეგი პირობები:

  • X ესვრის მის მარჯვნივ მდგომ Y-, ხოლო Y კი მის მარჯვნივ მდგომ Z-;
  • Y-დან Z-მდე მანძილი არ არის ნაკლები X-დან Y-მდე მანძილისა;
  • Y-დან Z-მდე მანძილი არ არის მეტი, ვიდრე გაორმაგებული X-დან Y-მდე მანძილი.

დაეხმარეთ მწვრთნელს დათვალოს ისეთი (X,Y,Z) სამეულები, რომლებსაც შეუძლიათ

განახორციელონ ეფექტური პასების წყვილი.

 

შეტანის ფორმატი:

სტრიქონი 1: რაგბისტთა რაოდენობა N.

სტრიქონები 2..1+N: თითოეული სტრიქონი შეიცავს ერთი რაგბისტის მდებარეობის

კოორდინატს მთლ რიცხვს დიაპაზონში (0..100,000,000).

 

გამოტანის ფორმატი:

სტრიქონი 1: ისეთი (X,Y,Z) სამეულების რაოდენობა, სადაც Y არის X-ის მარჯვნივ,

Z არის Y-ის მარჯვნივ და მანძილი Y-დან Z-მდე მოთავსებულია XY-სა და 2XY -

(ჩათვლით) შორის, სადაც XY წარმოადგენს მანძილს X-სა და Y- შორის.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

5 3 1 10 7 4

გამოსატანი მონაცემები

4

შენიშვნა

შეტანის განმარტება:

სულ 5 რაგბისტია და ისინი დგანან კოორდინატებზე 3, 1, 10, 7, და 4.

 

გამოტანის განმარტება:

ოთხი შესაძლო სამეულია შემდეგი: 1-3-7, 1-4-7, 1-4-10 და 4-7-10.