1D: რიცხვი

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 512 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: cin

გამომავალი მონაცემები: cout


მოცემულია მთელი რიცხვი N. დაწერეთ პროგრამა, რომელიც იპოვის უმცირეს რიცხვს, რომელიც მეტია N-ზე და ჩაწერილია ზუსტად იმავე ციფრებით, რომლებითაც N-ია ჩაწერილი.

 

შესატანი მონაცემები:

ერთადერთი მთელი რიცხვი N (0<N<10^9). N-ის პირველი ციფრი ნული არ იქნება.

 

გამოსატანი მონაცემები:

ერთი მთელი რიცხვი - პასუხი ამოცანაზე. თუ საჭირო რიცხვი ვერ მოიძებნა, გამოიტანეთ 0.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

267

გამოსატანი მონაცემები

276

შესატანი მონაცემები

555

გამოსატანი მონაცემები

0

შესატანი მონაცემები

38822

გამოსატანი მონაცემები

82238