1A: აბრევიატურა

დროის ლიმიტი: 1 წმ

მეხსიერების ლიმიტი: 512 მეგაბაიტი

შემავალი მონაცემები: cin

გამომავალი მონაცემები: cout


როცა რომელიმე ალგორითმს რამდენიმე ადამიანი ერთად აღმოაჩენს, მას არქმევენ ავტორთა გვარებს, რომლებსაც ერთმანეთისაგან დეფისით გამოყოფენ. მაგალითად, ბელმან-ფორდი, ფლოიდ-ვორშელი, კნუტ-მორის-პრატი და ა.შ. ასეთ სახელებს ზოგჯერ ცვლიან მოკლე ანალოგით, რომელიც მხოლოდ გვარების პირველი სიმბოლოებისაგან შედგება.

დაწერეთ პროგრამა, რომელიც მოცემულ დასახელებებს მათი მოკლე ანალოგით შეცვლის.

 

შესატანი მონაცემები:

ერთადერთი სტრიქონი შეიცავს არაუმეტეს 100 სიმბოლოსაგან შედგენილ დასახელებას, რომელიც ჩაწერილია ლათინური ანბანის ზედა და ქვედა რეგისტრის სიმბოლოებისგან და დეფისის სიმბოლოსაგან ('-' ASCII 45). დეფისი ყოველთვის დგას გვარის წინ, რომელიც ყოველთვის დიდი სიმბოლოთი იწყება. გვარი სხვა სიმბოლოები დაბალი რეგისტრისაა.

 

გამოსატანი მონაცემები:

მოცემული დასახელების მოკლე ანალოგი.


მაგალითები

შესატანი მონაცემები

Floyd–Warshall

გამოსატანი მონაცემები

FW

შესატანი მონაცემები

Bellman–Ford

გამოსატანი მონაცემები

BF

შესატანი მონაცემები

Knuth-Morris-Pratt

გამოსატანი მონაცემები

KMP