ტეგები: კონტესტი
წინასაახალწლო სალამი!
პირველ რიგში გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
3 იანვარს Google Developer Student Clubs – Free University of Tbilisi მართავს საოლიმპიადო ტიპის შეჯიბრს ინფორმატიკაში. მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ამისთვის საჭიროა დარეგისტრირდეთ event-ზე და informatics.ge-ზე, ამავე პლატფორმაზე გაიმართება ონლაინ შეჯიბრიც. გამარჯვებულებს გადაეცემათ ჩვენი კლუბისა და თავისუფალი უნივერსიტეტის აქსესუარები (მაისურები, ჩანთები, სერტიფიკატები - 10 საპრიზო ადგილი).
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ჩვენი event-ის გვერდზე.
გისურვებთ წარმატებებს და ბედნიერ დასვენებას.
წიგნი "100000002 ამოცანა პროგრამირების შემსწავლელთათვის" შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია "ლატერნაში" (ც.დადიანის 7, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", აქვთ სახლში მიტანის სერვისიც საქართველოს მასშტაბით).
წიგნის შეძენა