ტეგები: კონტესტი ახალი_წელი
ხუთშაბათს, 26 დეკემბერს 18:00 საათზე ტარდება საახალწლო შეჯიბრი პროგრამირებაში.
კონტესტზე მონაწილეობა თავისუფალია. მონაწილეობისთვის დარეგისტრირებული უნდა იყოთ საიტზე და ასევე კონტესტზე. კონტესტზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.
შეჯიბრის ხანგრძლივობა 3 საათია. სავარაუდოდ, იქნება 7 ამოცანა.
informatics.ge-ს შექმნიდან სულ ახლახან გავიდა 1 წელი. ჩვენთან დღეისთვის განთავსებულია 200-ზე მეტი ამოცანა, რომელთა ამოხსნის სისწორეს სისტემა ახორციელებს ავტომატურ რეჟიმში, მასწავლებლის ჩარევის გარეშე. უახლოეს ხანში განზრახული გვაქვს ვიდეო-ლექციების განთავსება პროგრამირების შემსწავლელთათვის.
წიგნი "100000002 ამოცანა პროგრამირების შემსწავლელთათვის" შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზია "ლატერნაში" (ც.დადიანის 7, სავაჭრო ცენტრი "ქარვასლა", აქვთ სახლში მიტანის სერვისიც საქართველოს მასშტაბით).
წიგნის შეძენა